კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი: FtalentScout-მა „ოქროს ტრიოს“ სტატია მიუძღვნა

„ქართულმა ტრიომ" საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯამში 38 გოლი გაიტანა
Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქართველი ფეხბურთელების „ოქროს სამეული“ - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ისტორიას წერენ, ამ სათაურით გამოაქვეყნა ანალიტიკურმა ონლაინ-გამოცემა FtalentScout-მა სტატია.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ 2025 წლის იანვრიდან თამაშობს. ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივლისში გააფორმა. ამავე პერიოდში გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე „ლიონს“ შეუერთდა.
„არასდროს არცერთ ტოპ ლიგაში იმდენი ქართული გოლი არ გასულა, რამდენიც მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში. ქართული „ოქროს ტრიო“ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ისტორიას წერს“, – ნათქვამია მასალაში.
მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ („ლიონი“) ლიგა 1-ში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. 31 მატჩში 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა ზურიკო დავითაშვილის („სენტ-ეტიენი“) ანგარიშზე, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ (პსჟ) 13 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
„ქართულმა ტრიომ" საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯამში 38 გოლი გაიტანა.