„სადგურის მოედანის" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. თბილისში, მეტროს სადგურ „სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი „ტვ პირველი".
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ადგილზე პირველადი დახმარება მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულებმა და გამვლელებმა აღმოუჩინეს, თუმცა „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
თვითმხილველის თქმით, მამაკაცს დაზიანება სახის არეში აღენიშნებოდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.