თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა

გავრცელებული ინფორმაციით მომხადარის შედეგად არავინ დაღუპულა.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისში, სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა დადიანის ქუჩაზე მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცნობით, ნანგრევებიდან ორი პირი გამოიყვანეს - „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.