„საქსტატის“ მონაცემებით, წლის განმავლობაში ქვეყანაში ხელფასები საშუალოდ 8,5%-ით გაიზარდა. ხელფასების ოდენობა ასევე დამოკიდებულია ქალაქსა და რეგიონზე, მაგალითად, ყველაზე მაღალი ხელფასი თბილისშია - საშუალოდ 2.583 ლარი, ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ 1.060 ლარს შეადგენს.
საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასები კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სფეროში - საშუალოდ 4008 ლარი, ასევე ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებშია, სადაც საშუალო ხელფასი 3373 ლარს შეადგენს (ზრდა 2024 წელს +8,5% იყო), ხოლო მშენებლობის სექტორში - 3361 ლარი (ზრდა წლიურ პერიოდში - 9,8%).
საქართველოში მამაკაცები კვლავ ქალებზე მეტს გამოიმუშავებენ, თუმცა ამავდროულად, უმუშევარი მამაკაცების რაოდენობა უფრო მეტია. 2024 წლის მეოთხე კვარტალში მამაკაცების საშუალო ხელფასი 2653 ლარი იყო, ხოლო ქალების - 1778 ლარი.