გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. გორში სავაჭრო ცენტრ „გალერეას“ ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა, იუწყება გამოცემაა „ქართლის ამბები“.
გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა. სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მამა კი სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც მედიას ადგილობრივებმა აცნობეს, კონფლიქტი მკვლელსა და მამა-შვილს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.