ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო
Sputnik
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
უბედური შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამ დროისთვის საავადმყოფოში რჩებიან სხვა დაშავებულები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.