ძლიერი ქარი და წვიმა ელჭექით: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე ამინდი გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.