სტიქიამ გორის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

სტიქიის სალიკვიდაციოო სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. გადაუღებელმა წვიმამ და სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი დააზარალა.
უხვი ნალექის გამო, განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები, დაისეტყვა ნათესები და ხეხილის ბაღები.
შიდა ქართლში სტიქიის სალიკვიდაციოო სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება.