პანაშვიდზე გამოჩნდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეეები, კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ოფიციალური პირები. ზურაბ წერეთელი ასახავს ერთ დიდ ეპოქას და ქართული ხელოვნების განვითარებაში მისი წვლილი უზარმაზარია.
როდესაც მოქანდაკემ დააარსა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი სართული დაუთმო თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რათა იქ იყოს წარმოდგენილი ახალი თაობის საინტერესო ნამუშევრებიდან საუკეთესოები. მეორე სართულზე განთავსდა თავად წერეთლის ნამუშევრების გამოფენა, აქცენტი კი უფრო მეტად ნახატებზე გაკეთდა.
ზურაბ წერეთელი, რომელიც 91 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა, თბილისში თვითმფრინავით ჩამოასვენეს. მას 26 აპრილს დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.