საქართველოში ამინდი გაუარესდება

ხვალ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, რომელმაც შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს,
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 25 აპრილს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სინოპტიკოსები ზოგან ძლიერ წვიმასაც ვარაუდობენ, ასევე შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).