ყვარელში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა სოფელ საბუეში გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.