თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ღვაწლი ტრადიციული ფასეულობების დაცვის საქმეში განუზომელია, განაცხადა რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ეს სიტყვები კრემლში, პატრიარქ კირილისა და სერბეთის პატრიარქ პორფირის მიღებაზე წარმოთქვა.
„უწმინდესი პატრიარქი ძალიან ბევრ ძალისხმევას ახმარს იმას, რომ განამტკიცოს ჩვენი ტრადიციული ღირებულებები, ჩვენი სულიერი საწყისი. და ყოველთვის, როცა ჩვენ ვხვდებით, ვიხსენებთ და ვლაპარაკობთ მართლმადიდებელ ძმებზე“, — თქვა მან.