შემთხვევა ლაგოდეხში: სარწყავ არხში მამაკაცი დაიხრჩო

ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სარწყავ არხში ჩავარდა.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. კახეთში შუახნის მამაკაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიხრჩო, იუწყება ქართული მედია.
უბედური შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სარწყავ არხში ჩავარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.