თითქოს პარადოქსია, მაგრამ ქართულ კულტურაში სიცოცხლის სიხარული წარმოუდგენელია საყვარელი ადამიანების ხსოვნის გარეშე, რომლებიც ჩვენთან აღარ არიან.
ეს ტრადიცია სსრკ-ს პერიოდში გაჩნდა, როდესაც რწმენა სასტიკად იდევნებოდა, ეკლესიებში სიარული კი იზღუდებოდა. ბევრ მორწმუნეს ეშინოდა ტაძარში მისვლა, განსაკუთრებით 30-იან წლებში, რადგან მათ რეპრესიები და სასჯელი ელოდათ.
და ხალხმა მოიფიქრა გამოსავალი - აღდგომის აღნიშვნა ტაძრების ნაცვლად დაიწყეს სასაფლაოებზე, სადაც იკრიბებოდნენ, ლოცულობდნენ, ქეიბოდნენ.
ამგვარად სასაფლაოების მონახულებით ხალხი მართლმადიდებლურ ტრადიციებსაც იცავდა და გვერდს უვლიდა ოფიციალური შეზღუდვებს.
ამით განსხვავდება საქართველო სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან, სადაც ხსენების დღეები არ ემთხვევა აღდგომას. ეს იძულებითი გამოსავალი იქცა ტრადიციად, რომელიც სსრკ-ის დაშლის შემდეგაც შენარჩუნდა, თუმცა მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომა დღეს სასაფლაოების მონახულებას მაინცდამაინც არ ამართლებს.