ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

Sputnik
თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. მოლდოვაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ (96კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა, იუწყება პირველი არხი.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 174 კგ დააფიქსირა და მეორე ადგილი დაიკავა; აკვრაში 205 კგ ასწია, რაც ასევე მეორე შედეგი იყო - ორჭიდის ჯამში მოგროვებული 379 კილოგრამით კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე რვა მედალია. ორი ბრინჯაოს მედალი აკვრასა და ორჭიდში ძალოსანმა რამინ შამილიშვილმა (55 კგ) მოიპოვა, გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) სამი მედალი დაიმსახურა: ატაცში - ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდში - ვერცხლი.
ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.