მორწმუნეები დიდ შაბათს ტაძრებში მიდიან
ისინი იერუსალიმიდან ღვთიური ცეცხლის ჩამობრძანებას ელოდებიან
წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოტანისას მორწმუნეები ეკლესიების გარშემო სადღესასწაულო მსვლელობას აწყობენ.
სიონის ტაძარში მორწმუნეები ასე შეხვდნენ აღდგომას
როდესაც იერუსალიმიდან ღვთიური ცეცხლი ჩამოიტანეს, მღვდელმსახურებმა და მორწმუნეებმა მის გარშემო სამჯერ წრე დაარტყეს
მორწმუნეებს ხელში სანთლები უჭირავთ, რომელსაც წმინდა ცეცხლიდან ანთებენ
ბევრი მორწმუნე ეკლესიებში თითქმის დილამდე რჩება, სანამ სადღესასწაულო წირვა გრძელდება.
მთავარი სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში იმართება
საქართველოში იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას კვირას ზეიმობენ
მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დღეს ასობით ათასი მორწმუნე ზეიმობს
ღვთიური ცეცხლი სამების ტაძარში
აღდგომას ქართველები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა!“.
პასუხად კი ამბობენ: „ჭეშმარიტად აღდგა!“.
ამ დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის.
საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ IV საუკუნეში მიიღეს