აღდგომა ანუ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. ქვეყანაში აღდგომას განსაკუთრებული სიხარულით და ზეიმით აღნიშნავენ.
სააღდგომო ღვთისმსახურება, ტრადიციულად, დიდ შაბათს იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება. იერუსალიმიდან ჩამობრძანებული ღვთიური ცეცხლი ეკლესია-ტაძრებში გადანაწილდება.
მორწმუნეები სიონის ტაძარში ღამით ასე შეხვდნენ აღდგომას. ბევრი მორწმუნე ეკლესიებში ღვთისმსახურების დასრულებამდე, თითქმის დილამდე რჩებიან.
აღდგომას ქართველები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა!“. პასუხად კი ამბობენ: „ჭეშმარიტად აღდგა!“.