ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს - მათიკაშვილი

2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik.ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს ევროკავშირი 61 ქვეყნის დაშანტაჟებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.
ევროკავშირი 2025 წელს აპირებს გაამკაცროს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო შემოსვლის გაუქმების პროცესს 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რითაც ისინი ამჟამად სარგებლობენ. ეს ეხება მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ასევე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, განაცხადა „რადიო თავისუფლების“ რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მუქარები რეალობამდე მივიდეს. ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს ევროკავშირი, 61 ქვეყანა დააშანტაჟოს. რომელიმე ქვეყანა თუკი არ წავა იმ გადაწყვეტილების გზაზე, რაც ბრიუსელიდან იქნება გაცხადებული, შეეცდებიან ამ პედალირების ინსტრუმენტის გამოყენებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
იოზვიაკის თქმით, გასულ კვირას გაიმართა ევროკავშირის სამი ინსტიტუტის - ევროპარლამენტის, ევროკომისიის და ევროკავშირის საკანონმდებლო ასამბლეის საბჭოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, რათა მიღწეულიყო შეთანხმება უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. თუ ყველაფერი კარგად წავა, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს, ნათქვამია სტატიაში.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების ამჟამინდელი მექანიზმი, რომელიც მოქმედებს 2018 წლიდან, შეიძლება ამოქმედდეს აშკარა ბოროტად გამოყენების შემთხვევაში - მაგალითად, როდესაც იზრდება მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 90-დღიან ლიმიტს აჭარბებენ, ან როდესაც უვიზო მიმოსვლა გამოიყენება ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად.
ჯერჯერობით, ევროკავშირმა მხოლოდ ერთხელ შეუჩერა ვიზალიბერალიზაცია: ჯერ დროებით, შემდეგ კი სამუდამოდ - სამხრეთ წყნარი ოკეანის სახელმწიფო ვანუატუს, აღნიშნა იოზვიაკმა.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.