თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, იუწყება „ტვ პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.