„საქართველოს რკინიგზამ“ სააღდგომოდ რეისები დაამატა

აღდგომის უქმეები საქართველოში 18 აპრილს დაიწყება და 21 აპრილამდე გასტანს.
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს, ნათქვამია კომპანიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამატებოითი რეისები ბათუმსა და ფოთში 18 და 19 აპრილს შესრულდება.
დამატებითი მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:35 საათზე გავა , ხოლო ბათუმიდან თბილისისკენ - 18:30 საათზე.
თბილისიდან ფოთის მიმართულებით კი დამატებითი მატარებლის გასვლა 11:05 საათზეა დაგეგმილი, ხოლო ფოტიდან თბილისში --18:50 საათზე.
მანამდე საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ბათუმს შორის დამატებითი ღამის მატარებელი დანიშნა, რომელიც 21 აპრილის ჩათვლით იმუშავებს. მატარებელი თბილისიდან 00:30 საათზე გადის.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით ან „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში.
აღდგომის უქმეები საქართველოში 18 აპრილს დაიწყება და 21 აპრილამდე გასტანს.