თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელებით ზელენსკი ორი კურდღლის ერთი გასროლით მოკვლას ცდილობს, განაცხადა დუმის დეპუტატმა დმიტრი ბელიკმა.
მისი თქმით, უკრაინელები საკუთარი სიცოცხლთ იხდიან ზელენსკის ძალაუფლების ფასს, რომელსაც ის „კბილებით ეჭიდება“.
„საომარი მდგომარეობის გახანგრძლივება კიევის რეჟიმს აძლევს საშუალებას, შიშში იყოლიოს ხალხი, რათა პრეზიდენტის შეცვლაზე არ იფიქროს. ამგვარად ზელენსკი ორ კურდღელს კლავს: თავისთვის — პრეზიდენტის სავარძელი, ხოლო ევროკავშირისთვის — კოლონიური ჯარები რუსეთის წინააღმდეგ“, — მიაჩნია ბელიკს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რადამ ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით, 6 აგვისტომდე გაახანგრძლივა.