რუსეთის არმია მტკიცედ მიიწევს წინ ხარკოვის, სევერსკის, სუმის და სხვა მიმართულებებზე. უკრაინული ბრიგადების გააფთრებულ წინააღმდეგობის მიუხედავად, ანადგურებენ დასავლეთიდან მოწოდებულ შეიარაღებას. რუსეთის ზუსტი და თანმიმდევრული დარტყმებით სისტემატურად ნადგურდება მოწინააღმდეგის სამხედრო, ლოგისტიკური და სამრეწველო ობიექტები ოპერატიული ეშელონის სიღრმეში და შეუქცევადად ახლოება გამარჯვების დღეს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა წარმატებით გადაკვეთეს მდინარე ოსკოლი, მარჯვენა ნაპირზე 34-კილომეტრიანი ფრონტის ხაზზე გაიფართოვეს პლაცდარმი ოთხი კილომეტრის სიღრმეზე და ხარკოვისკენ მიიწევენ. ამ მონაკვეთში ფრონტის ხაზი, პრაქტიკულად, გარღვეულია. კუპიანსკის რაიონში უკრაინული ნაწილები იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ და რეზერვულ პოზიციებზე გამაგრებას ცდილობენ.
სევერსკის მიმართულებით რუსეთის არმიამ კონტროლის ზონა ბელოგოროვკის რაიონში რამდენიმე კილომეტრით გაზარდა. „სევერის“ დაჯგუფების შეტევითი დანაყოფები გრიგოროვკისკენ მიიწევენ და ვერხნეკამენსკოეს მახლობლად ბრძოლებს აწარმოებენ.
სუმის ოლქში რუსეთის ნაწილები აფართოებენ კონტროლის ზონას ვესელოვკის, ჟურავკის და ბასოვკის რაიონებში, იბრძვიან ბელოვოდისა და ვოდოლაგისთვის, უტევენ იუნაკოვკას. სოფელ ლოკნიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაწილობრივ ამყარებენ კონტროლს. სუმის რეგიონში მუდმივად იწვის უკრაინული ჯარების სატანკო კოლონები. ქალაქ სუმის ცენტრში, 13 აპრილს, სარაკეტო დარტყმით განადგურდა ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „სევერსკის“ უკრაინული სარდლობა. უსაფრთხოების ზონა ფართოვდება.
რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ქალაქ ჩასოვ იარის დიდ ნაწილს, სადაც უკრაინის 28-ე ბრიგადა და სხვა „ელიტური“ ქვედანაყოფები უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან. ქალაქზე სრული კონტროლი რუსულ ჯარებს გზას გაუხსნის სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციისკენ და, შესაძლოა, ბანდერეველების „ციხესიმაგრეების“ ისტორია დნეპრის მარცხენა ნაპირზე დასრულდეს.
შეიარაღებული ძალების ერთობლივი დარტყმით, 16 აპრილის ღამით მოწინააღმდეგის ობიექტები დაზიანდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის და სუმის ოლქებში. ამ ფონზე, თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმაც კი საჯაროდ აღიარა, რომ რუსეთის არმია ცდილობს „ბუფერული ზონის“ შექმნას ხარკოვის, სუმის და ჩერნიგოვის ოლქების ტერიტორიებზე და აგრძელებს „სტრატეგიულ შეტევით ოპერაციას ჩვენი ტერიტორიების დასაკავებლად, ჩვენი ჯარების გასანადგურებლად და სიღრმეში წასაწევად“.
დასავლეთი უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის ახალი სტრატეგიული შეტევის დაწყებით და მოსკოვთან პროქსი-ომში აშკარა მარცხით. ვაშინგტონმა შეწყვიტა ზელენსკის „პერფორმანსების“ წახალისება. კიევის „პიანისტს“ მიანიშნეს, რომ აშშ-ის ხისტი შეთავაზების („ხუთი ტერიტორია“) იგნორირება სუმის დაკარგვას გამოიწვევს. გარდა ამისა, ამერიკელებმა კიევს გაახსენეს, რომ 2022 წლის მარტში ჰქონდა შესაძლებლობა, სამხედრო კონფლიქტი დაესრულებინა – ასეულობით ათასი ჯარისკაცისა და რამდენიმე რეგიონის დაკარგვის გარეშე.
სამხედრო ექსპერტმა მარკუს რაისნერმა 14 აპრილს, ინტერვიუში შვეიცარიულ გაზეთ Neue Zürcher Zeitung-თან, აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე არსებობს რამდენიმე მიმართულება, რომლებიც რუსული შეტევისთვის ხელსაყრელია — სუმის ოლქიდან ჩრდილოეთით, დონბასის გავლით, ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთამდე. რაისნერმა დაასკვნა: „ანტირუსული კოალიციის მთავარი შეცდომა ლოგიკაშია — სამხედრო წარმატებებს აფასებენ ტერიტორიული შეძენით… ეს არის ომი დაღლაზე. წარმატება განისაზღვრება არა დაპყრობილი ტერიტორიებით, არამედ რესურსების ხარჯვით. როგორც კი რომელიმე მხარეს რესურსი ამოეწურება, მოვლენები შეიძლება, ძალიან სწრაფად განვითარდეს. დრო რუსების მხარესაა.“ უფრო მეტიც: „რუსები თავს 1945 წლის აპრილში გრძნობენ.“
აშშ-ის აეროკოსმოსური დაზვერვის დირექტორისა და წამყვანი სამხედრო ანალიტიკოსის, ანდრეი მარტიანოვის პროგნოზი დასავლეთისთვის კიდევ უფრო მკაცრია: „ერთი რამ გარდაუვალია – უკრაინას დარჩება მხოლოდ კიევი და რამდენიმე ოლქი. ოდესა გამოაცხადებს დამოუკიდებლობას ისე, როგორც ეს მოხდა დონბასის რესპუბლიკებთან… ამის შემდეგ, რუსები დიპლომატიას მიუბრუნდებიან, რათა აშშ სრულად არ დაამცირონ.“ ექსპერტის აზრით, დასავლეთი ცდილობს, თავიდან აიცილოს სირცხვილი და შედეგები. აშშ-ს და ნატოს არ აქვთ საკმარისი რესურსები კონფლიქტის შესანარჩუნებლად, ხოლო „მომდევნო ზავის დროს, უკრაინის არმია აღარ იარსებებს“. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელობას, არის ამერიკული თანამგზავრული დაზვერვა.
დასავლელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ: მთავარი პრობლემა იმაშია, რომ კრემლი მზად არის უკიდურესი ზომებისთვის, უკრაინაში მიზნების მისაღწევად, მაშინ, როდესაც დასავლეთი — არა. სწორედ ამიტომ კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. უკრაინის არმიის საბოლოო განადგურების დასაჩქარებლად საკმარისია პენტაგონის მიერ კიევისთვის დაზვერვითი ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა და ამერიკული კოსმოსური კავშირის Starlink-ის გათიშვა. ამის შემდეგ, ნატოს იარაღის მიწოდება მნიშვნელობას დაკარგავს.
ვაშინგტონი სასოწარკვეთილად ეძებს გამოსავალს, აცნობიერებს და გრძნობს სამხედრო-პოლიტიკურ დამცირებას. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეიარაღების რბოლა წააგო ომის ყველა ტექნოლოგიურ სფეროში. რუსულმა ჰიპერბგერითმა შეიარაღებამ „დაუჯერებელი ეფექტი“ მოახდინა. იარაღის სახეობის – „ორეშნიკის“ – გამოყენებამ, რომელიც ბირთვულ იარაღს უახლოვდება მოქმედებით, ნათელი გახადა დასავლეთის სამხედრო უძლურება. დღეს ნატოს ასეთი რაკეტის წინააღმდეგ დაცვა არ გააჩნია. თვით ალიანსის შეფასებით, მას შეუძლია, საჰაერო სივრცე აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ ხუთი პროცენტით დაიცვას.
თუ გვერდზე გადავდებთ ლონდონის, პარიზისა და ბერლინის შეურაცხყოფილი და უძლური პოლიტიკოსების რიხიან განცხადებებს, მშვიდობიანი მოგვარების პროცესი საკმაოდ მარტივად გამოიყურება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ აღნიშნა: აუცილებელია კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი გაგრძელდება უკრაინის არმიის სრული და გარდაუვალი განადგურებამდე. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, შესთავაზოს ვაშინგტონს „სახის შენარჩუნება“, რა თქმა უნდა, ევროპის და ნატოს ხარჯზე. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივენ უიტკოფმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი ახლოს არიან უკრაინის საკითხზე მშვიდობიან შეთანხმებასთან. დონალდ ტრამპს სჭირდება სწრაფი შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ბაიდენის სამარცხვინო ომი“ მის პირად მარცხად იქცევა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე