თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით 4 ავიარეისს დაამატებს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:
17 აპრილი: ნატახტარი - მესტია. გაფრენა - 13:15 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი. გაფრენა -14:45 საათზე.
17 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური. გაფრენა - 16:30 საათზე, მესტია - ნატახტარი. გაფრენა - 17:45 საათზე.
22 აპრილი: ნატახტარი - მესტია. გაფრენა - 13:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი. გაფრენა - 14:45 საათზე.
22 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური. გაფრენა - 16:30 საათზე, მესტია - ნატახტარი. გაფრენა 17:45 საათზე.
კომპანია მგზავრებს შეახსენებს, რომ ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს.
0-დან 3-წლამდე ბავშვების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets.