თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით შემცირდა და 786,6 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2025 წლის იანვარი-მარტი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
აშშ | 149,7 | 20,7 |
იტალია | 141,1 | 4,6 |
რუსეთი | 93,6 | -51,2 |
ისრაელი | 67,5 | 1,8 |
გერმანია | 64,0 | 13,8 |
იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 93,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12%-ია. 2025 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან 51,2%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის მარტში 3,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 291,9 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2025 წლის მარტი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
აშშ | 55,1 | 18,9 |
იტალია | 50,5 | 17,3 |
რუსეთი | 37,8 | -29,0 |
საბერძნეთი | 24,5 | 8,4 |
გერმანია | 24,3 | 8,3 |
მარტში რუსეთიდან 37,8 მლნ დოლარი გადმოირიცხა - გზავნილების მთლიანი მოცულობის 13%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით ნაკლებია.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32,1 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,5%-ით მეტია.
2025 წლის პირველ სამ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 89,1 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც 5,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.