„ლილო მოლში“ ხანძარია

ცეცხლი ტერიტორიაზე განთავსებულ მაღაზიებს უკიდია.მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარია, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ცნობით, ცეცხლი „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე განთავსებულ მაღაზიებს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.