აღდგომის დღესასწაულზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზაგრობა უფასო იქნება

ქართული მართლმადიდებებლი ეკლესია აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს 20 აპრილს აღნიშნავს. მორწმუნეები მეორე დღეს ტრადიციისამებრს საფლავებზე გადიან.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
„გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული - ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 21 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს, 20 აპრილის 23:00 საათიდან 21 აპრილის 04:00 საათამდე კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, კალაძის თქმით, 20-21 აპრილს დაწესდება ცხრა დროებითი მარშრუტი - ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე სასაფლაოების მიმართულებით, უფასოდ გადაიყვანენ.
მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან და „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
მართლმადიდებელი სამყარო აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს 20 აპრილს აღნიშნავს. საქართველოში მორწმუნეები მეორე დღეს ტრადიციისამებრს საფლავებზე გადიან.