შეაფერხებს თუ არა ჩინური ინვესტიციები საქართველო-ამერიკის ურთიერთობების „გადატვირთვას"?

საქართველო ცდილობს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ შეძლებს თუ არა თბილისი ამას, თუ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი მის მოწინააღმდეგე ჩინეთს საბოლოოდ გადაეცემა? უყურეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოგრაფიკაში
Sputnik
თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებით და მისი პოლიტიკით, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ყოფილი სიდიადის აღდგენას, საქართველოში გაჩნდა ახალი პოტენციალის გრძნობა ვაშინგტონთან ურთიერთობაში. თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რასაც შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ დინამიკაში და ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი.
რა თქმა უნდა, საუბარია ჩინეთის ეკონომიკურ ექსპანსიაზე. თბილისი ვაშინგტონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სივრცე არ არის, მაგრამ საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დაკარგვა არასასურველია. ამიტომ, ტრამპმა შესაძლოა ურთიერთობების „გადატვირთვის“ სანაცვლოდ თბილისს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოსთხოვოს.