სოფელ შავშვებთან ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა: დაიღუპა 2 პირი

Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პირი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დაიღუპა მანქანაში მყოფი ორი პირი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.