თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა იმ 102 ქართველი ჩინოვნიკის სია გამოაქვეყნა, რომელთა წინააღმდეგაც რამდენიმე თვის წინ სანქციები დააწესა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის მეთაურის მამა გიორგი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოსამართლე შალვა თადუმაძე, შსს-ს მაღალჩინოსნები და მოსამართლეები - ყველა მათგანს ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.
სანქცირებულთა სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება:
ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
შალვა ბედოიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
იოსებ ჭელიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
გიორგი ბუთხუზი – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ზვიად ხარაზიშვილი – სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი
მილერი ლაგაზაური – სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
მირზა კეზევაძე – სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე
ვაჟა სირაძე – თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი
თეიმურაზ კუპატაძე – კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი
გოგა ხაინდრავა – რეჟისორი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე
გრიგოლ ლილუაშვილი – სუს-ის ყოფილი უფროსი
ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი კობახიძე – პრემიერ-მინისტრის მამა,
კახა კალაძე – თბილისის მერი, მმართველი პარტიის გენმდივანი
ზვიად შალამბერიძე – პარლამენტის დეპუტატი
შალვა თადუმაძე – მოსამართლე,
მიხეილ ჩინჩალაძე – მოსამართლე,
თეა წულუკიანი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ირაკლი ქარსელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მამუკა მდინარაძე – მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი.
2024 წლის დეკემბერში ესტონეთმა სანქციები დააწესა საქართველოს ხელისუფლების 25 წარმომადგენლის, მათ შორის პრემიერი წინააღმდეგ. მთავრობის მეთაურის და ხელისუფლების 28 წარმომადგენლის მიმართ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. ასევე ლატვიამ დააწესა სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებისა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
2025 წლის მარტის დასაწყისში ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ქართველ ჩინოვნიკებს ხელახალი სანქციები დაუწესა. ესტონეთმა სანქცირებულთა სიაში 55 პირი დაამატა, ლიეტუვამ – 74, ლატვიამ კი – 16. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნეს.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.