ის მდებარეობს თბილისის ცენტრში, მეტრო „რუსთაველთან“ ახლოს. მაღაზიის გახსნამ უკვე ძალიან დააინტერესა როგორც თბილისელები, ისე დედაქალაქის სტუმრები. მაღაზიაში იყიდება ბურთები, სხვადასხვა სუვენირები, თასები, შარფები, ჩანთები. არის საბავშვო ნივთებიც, ჩვილებისთვისაც, სხვადასხვა სათამაშოები. აქ იყიდება სპორტული სამოსი კლუბის ემბლემით. „ბარსას“ მაღაზიის გახსნის პირველ დღეებში თბილისში დიდი აჟიოტაჟი იყო. შესასვლელთან იდგა იმხელა რიგი, რომ ზოგიერთმა მაღაზიაში შესვლა მხოლოდ საღამოს მოახერხა.