თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. მოლდოვაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) ატაცში - ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა, იუწყება პირველი არხი.
მოლდოვა ევროპის ჩემპიონატს 13-21 აპრილის პერიოდში მასპინძლობს. ქართველმა ძალოსნებმა კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა 14 აპრილს დაიწყეს.
ბერდელიძემ ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა, აკვრაში 154 კგ დააფიქსირა, რაც მეორე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 276 კილოგრამით კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ხუთი მედალია. ორი ბრინჯაოს მედალი აკვრასა და ორჭიდში ძალოსანმა რამინ შამილიშვილმა (55 კგ) მოიპოვა.
ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.