ელექტრომობილების პირველი გამოფენა თბილისში - ფოტო

თბილისში ელექტრომობილების პირველი გამოფენა გაიმართა, რომელზეც ძირითადად ჩინური წარმოებისა და კორეული კომპანია KIA Motors-ის ავტომობილები იყო წარმოდგენილი
Sputnik
გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შორის.
1 / 15

საქართველოს დედაქალაქში ელექტრომობილების პირველი გამოფენა გაიმართა.

2 / 15

მასზე ათობით თანამედროვე ელექტრომობილი იყო წარმოდგენილი.

3 / 15

ავტომობილები სხვადასხვა მარკისა და ტევადობის იყო.

4 / 15

ძირითადად წარმოდგენილი იყო ჩინური წარმოებისა და კორეული კომპანია KIA Motors-ის ავტომობილები.

5 / 15

ჩინეთმა აჩვენა, რომ მიზნად ისახავს პრემიუმ-სეგმენტში თავისი ახალი ელექტრომობილებით დამკვიდრებას.

6 / 15

გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შორის.

7 / 15

გამოფენის დამთვალიერებლები ინტერესდებოდნენ წარმოდგენილი ავტომობილებით.

8 / 15

ელექტრომობილების მსგავსი გამოფენა, დიდი ალბათობით, თბილისში ტრადიციად იქცევა.

9 / 15

ღონისძიების სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ ავტომობილების ხარისხი მაღალ სტანდარტებს შეესაბამება.

10 / 15

საფუძვლიანი შემოწმების გარდა, შესაძლებელი იყო რამდენიმე მოდელის „დატესტვა“.

11 / 15

ელექტრომოილების გამოფენამ საგამოფენო კომპლექს Expo Georgia-ს ყველაზე დიდი პავილიონი დაიკავა.

12 / 15

გამოფენაზე დასწრება უფასო იყო, უბრალოდ, საჭირო იყო გამოფენის ვებგვერდზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლა.

13 / 15

გამოფენის დამთვალიერებლებს შორის KIA-ს ავტომობილებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, ეს ბრენდი დიდი ხანია წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე.

14 / 15

არანაკლები დაინტერესება იყო ჩინეთის ავტოინდუსტრიის ახალი პროდუქტების მიმართ, რომელთა გულდასმით შესწავლა გამოფენის სტუმრებმა შეძლეს.

15 / 15

გამოფენაში მონაწილე კომპანიებმა სტუმრებს პოპულარული მოდელების ტესტ-დრაივის შესაძლებლობა მისცეს.