ეს დღე ვნების კვირის დაწყებამდე აღინიშნება და იხსენებს სახარებისეულ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრასა და მის აღდგომას.
ამ დღის ოფიციალური სახელწოდებაა იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლა. ამ დღეს ბზის ტოტებს ყველა მოქმედ ტაძარში აკურთხებენ, რის შემდეგაც მორწმუნეებს იგი სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.