მორწმუნეებს თან მიაქვთ ბზის ტოტები, რომელიც ტაძრებში იკურთხება და მორწმუნეები ბზის ნაკურთხ ტოტებს სახლში მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
ძველი ბზის გადაყრა არ შეიძლება, მათ ეკლესიების ეზოებში წვავენ. დღესასწაული აღინიშნება დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ვნების კვირის დაწყებამდე.
ბზობა სახარებისეულ ეპიზოდს უკავშირდება. მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს.
დღეს ბზის ტოტები მართლმადიდებლური რწმენის და მაცხოვრის აღდგომის ერთ-ერთი სიმბოლოა.