თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი ადამიანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 30, 36, 47 წლის მამაკაცები არიან დაკავებული, რომელთაგანაც ორი წარსულში ნასამართლევია.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მცენარე "კანაფი" ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.