ფეხბურთის ფანების ჯგუფი მოედანზე შეიჭრა და მოაწყო არეულობა ტრიბუნებზე, სადაც სომეხი გულშემატკივრები ისხდნენ მათ გადაკეტეს გასასვლელები, გამოიყენეს ლაზერები და პიროტექნიკა.
უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 40 ათასი ევროთი დაჯარიმდა, ნაკრები კი ერთ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს.
უეფას გადაწყვეტილება არ ვრცელდება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე და შეეხება უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ჩასატარებელ მატჩებს, რომლებიც 2026 წელს დაიწყება.