თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. თბილისის მერია 30 აპრილს ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ზეიმს გამართავს, რისთვისაც 18,4 ათას დოლარი გამოიყოფა, საქართველოს მთავრობამ შესყიდვის ნებართვა უკვე გასცა.
ამ დღეს გაიმართება თბილისის მერიის ორკესტრის „ბიგ ბენდის“ კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისეთი უცხოელი ვოკალისტები, როგორიცაა ჯეისონ აიზეკი (დიდი ბრიტანეთი) და სიბელ კოზე (თურქეთი), ასევე დირიჟორი ჟან-ლუ ლონიონი (საფრანგეთი). გამოყოფილი თანხა სწორედ ამ მუსიკოსების ჰონორარებზე დაიხარჯება.
„2025 წლის 30 აპრილს სახის საერთაშორისო დღის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 18 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნოლი ბანკის მიერ ოფიციალორად დადგენილი კურსის შესაბამისად, ქალაქ, თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ – თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ „ბიგბენდისთვის” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და ამავე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ნებადართული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდანმ", - ნათქვამია განკარგულებაში.
ღონისძიების ზუსტი ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
30 აპრილს ჯაზის საერთაშორისო დღის (International Jazz Day) დაწესების შესახებ იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ 2011 წლის განაცხადა. დღესასწაულის მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჯაზის პედაგოგიური როლის შესახებ, როგორც მშვიდობის, ერთიანობის, დიალოგისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოების ხელშემწყობი ძალის.
2025 წელს ჯაზის საერთაშორისო დღესასწაული 190-ზე მეტი ქვეყნის ქალაქებში გაიმართება.