თურქეთიდან 2კგ-ზე მეტი კონტრაბანდული ოქრო შემოჰქონდა: დაკავებულია ერთი პირი

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საზღვარზე მალულად გადმოიტანა 2.276 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ 346.908 ლარი შეადგინა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.