თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 71 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მეზობლებმა ქალის ცხედარი 6 აპრილს, საღამოს იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა - ადგილზე აღმოჩენილია სისხლის კვალიც.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.