ამან უნდა გადაჭრას დიდი დიღმელებისთვის ტრანსპორტის პრობლემა. ექსპერტების პროგნოზებით, დიდი დიღმის მოსახლეობა უახლეს წლებში 40%-ით გაიზრდება.
რაიონში მიმდინარეობს აქტიური განაშენიანება, ყველგან ახალი კორპუსები შენდება. ახლა მოსახლეობა ქალაქის ცენტრამდე გადაადგილდება საკუთარი ავტომობილებით, ავტობუსებით, სამარშრუტო ტაქსებით.
პიკის საათებში ავტომაგისტრალები ვერ უძლებს გადატვირთულ ტრაფიკს, ხშირად იქმნება მრავალკილომეტრიანი საცობები. ამიტომ გახდა საჭირო სასწრაფო ზომების მიღება, რათა ავტომაგისტრალების განტვირთვა მოხდეს. ტრამვაის ხაზის მშენებლობის პროექტის თანახმად, მარშრუტზე იქნება 11 გაჩერება, ხაზზე ივლის 10 ტრამვაი, თითოეული კი 300 მგზავრზე იქნება გათვლილი.
მერიამ პროექტის შემუშავებაზე, მათ შორის გეოდეზიურ სამუშაოებზე და მგზავრთნაკადის კვლევაზე ერთ წლამდე ვადა დააწესა. ტრამვაის ხაზის და საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობას კიდევ სულ მცირე 3 წელი დასჭირდება.