დამანგრეველი მიწისძვრა მიანმარში: ფოტო კატასტროფის ადგილიდან

მიანმარში 28 მარტს, პარასკევს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 1600-ზე მეტი და დაშავდა დაახლოებით 3500 ადამიანი. შემთხვევის ადგილიდან კადრები იხილეთ ფოტოლენტაში
Sputnik
7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მიანმარის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებშიც: ბანგლადეშში, ინდოეთში, ტაილანდში, ლაოსსა და ჩინეთში.
1 / 17

მიანმარის ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 1644 ადამიანი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია 3400 პირის დაშავების შესახებ.

2 / 17

7,7 და 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მიანმარში პარასკევს, 28 მარტს მოხდა.

3 / 17

USGS-ის მონაცემებით, პირველი ძლიერი მიწისძვრა მიანმარის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 12:50 საათზე მოხდა. კერა ათი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

4 / 17

მომხდარიდან 12 წუთში მეორე - 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

5 / 17

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრისგან მიყენებული ზარალი ძალზე დიდია.

6 / 17

მიწისძვრის შედეგად ბევრი სახლი მთლიანად დაინგრა.

7 / 17

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში დაფიქსირდა.

8 / 17

საგაინგი მდებარეობს ქალაქ მანდალაის მახლობლად, რომელიც სიდიდით მეორეა ქვეყანაში 1,2 მილიონი მოსახლეობით.

9 / 17

აღნიშნული რაიონი მდებარეობს მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოს ჩრდილოეთით დაახლოებით 100 კილომეტრში.

10 / 17

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთში.

11 / 17

დაინგრა არა მხოლოდ შენობები, არამედ საავტომობილო გზები, მათ შორის მთავარი მაგისტრალები.

12 / 17

„მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. არ გვყავს საკმარისი ექიმები და ექთნები“, - აცხადებენ ადგილობრივი ექიმები.

13 / 17

თვითმხილველების თქმით, ბიძგები ხანგრძლივი იყო და რამდენიმე წუთის განმავლობაში იგრძნობოდა.

14 / 17

მიწისძვრის შედეგად გაუარესდა ამინდი.

15 / 17

სტიქიური უბედურების ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

16 / 17

ადამიანებს ნანგრევების ქვეშ ეძებენ.

17 / 17

მიანმარს დახმარება აღუთქვეს აშშ-მ, ევროკავშირმა და ASEAN-მა, ასევე ინდოეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა, რომლებმაც სტიქიის ზონაში უკვე გააგზავნეს მაშველებისა და მედიკოსების ჯგუფები.