რუსეთი არასდროს დაუშვებს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინის დარჩენილ ტერიტორიაზე, თუნდაც ამ ჯარებს მშვიდობისმყოფელები უწოდონ და ალიანსის ჯავშანტექნიკა და ავიაცია ნაზ ვარდისფერ ფერად შეღებონ.
სანამ აშშ ცდილობს, დაასრულოს თავისი პროქსი-ომი რუსეთთან, ისე, რომ სახე არ დაკარგოს, ევროპა უკონტროლოდ მარცხისკენ მიექანება. ნატოს დაქვემდებარებული წევრები გაბრაზებულები და შეშფოთებულები არიან, მათ არ შეეგუენ უკრაინაში დამარცხებას და ევროკავშირის რეალურად
ბნელ პერსპექტივებს. ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან, უხელმძღვანელონ ახალ სამხედრო ლაშქრობას რუსეთის წინააღმდეგ.
11 მარტს პარიზში (საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით) შეკრებილმა 30 დასავლური და პრო-დასავლური ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენშტაბების ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინის დასაცავად მრავალეროვანი მშვიდობისმყოფელი ძალების შექმნის შესახებ. New York Times-ის ინფორმაციით, ეს, დაახლოებით, 20 000-კაციანი სამხედრო ფორმირება „უნდა იყოს საიმედო და გრძელვადიან ვალდებულებებზე გათვლილი, უწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინის არმიას და დარჩეს ნატოსა და მისი პოტენციალის ნაწილად.“
ევროპელმა „ქორებმა“ და მათთან მიერთებულმა კანადის, თურქეთის, ახალი ზელანდიისა და იაპონიის სამხედრო „მშვიდობისმყოფელებმა“ ერთხმად განაცხადეს: „უკრაინა ფრონტის ხაზია მოსკოვის წინააღმდეგ, ხოლო უკრაინის დაცვა კონტინენტის დაცვაა“. მაკრონმა პათოსით განაცხადა, რომ ევროპისათვის „დადგა მომენტი, გამოავლინოს მთელი თავისი ძალა უკრაინისთვის და საკუთარი თავისთვის“.
პარიზიდან ჩანს „სამი თავდაცვითი ხაზი – უკრაინის არმია, ევროპის შეკავების ძალები და ჰორიზონტზე – ნატოს ავიაციის შესაძლებლობები“. თუმცა, ევროპული ძალა საეჭვოა, ხოლო უკრაინაში რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების „მშვიდობისმყოფელი“ ძალების განლაგება მხოლოდ პროექტია, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას. ევროპელები ვერ ახერხებენ თუნდაც საბრძოლო მასალების წარმოების „დაჩქარებას“.
ამერიკული კოსმოსური დაზვერვისა და კავშირის შესაძლებლობები ნატოს ევროპული ქვეყნებისათვის მიუწვდომელია. ხოლო მთავარი დაბრკოლება მოსკოვის პოზიციაა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, კიდევ ერთხელ შეახსენა პლანეტის მეზობლებს: ალიანსის მშვიდობისმყოფელების გაგზავნა არ არის ის, რაც საჭიროა „ომის დასასრულებლად, რომელსაც დასავლეთი უკრაინელების მეშვეობით რუსეთთან აწარმოებს“. და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ნატოს ჯარების ყოფნა, ნებისმიერი დროშის ქვეშ და ნებისმიერ სტატუსში, წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის და ქვეყანა ამას არ მიიღებს არავითარ შემთხვევაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, კიდევ ერთხელ შეახსენა პლანეტის მეზობლებს: ალიანსის მშვიდობისმყოფელების გაგზავნა არ არის ის, რაც საჭიროა „ომის დასასრულებლად, რომელსაც დასავლეთი უკრაინელების მეშვეობით რუსეთთან აწარმოებს“. და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ნატოს ჯარების ყოფნა, ნებისმიერი დროშის ქვეშ და ნებისმიერ სტატუსში, წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის და ქვეყანა ამას არ მიიღებს არავითარ შემთხვევაში.
ევროპული ქვეყნები აპირებენ, დაიცვან რამდენიმე უკრაინული ქალაქი და ტერიტორია რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან. Sky Shield-ის გეგმით გათვალისწინებულია ნატოს 120-მდე გამანადგურებლის განლაგება კიევის, ოდესის, ვინიცისა და დასავლეთ უკრაინის დასაცავად. ევროპელები მზად არიან, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ოდესის ოლქი მისი პორტებით. ეს ილუზია სახიფათოა.
მაშინაც კი, თუ რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასრულებაზე კონსტრუქციული ხასიათს ექნება, ეს არ გააუქმებს საკუთრივ სამხედრო ოპერაციის რეალობას.
რუსეთის „კეთილი ნების ჟესტების“ ლიმიტი უკრაინულ სამხედრო თეატრში ამოწურულია. რუსეთის შეიარაღებული ძალების რეაქცია ნატოს მტრული ბლოკის „მშვიდობისმყოფელებზე“ სრულიად პროგნოზირებადია: მტერს ცეცხლით დახვდებიან და „მუსიკის გარეშე დაკრძალავენ“.
ამიტომ, ალიანსის ფრთხილი გენერალური მდივანი, მარკ რუტე, უკვე განიხილავს ევროპული მშვიდობისმყოფელი მისიის ალტერნატივებს. RAND-ის კორპორაციის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დანერგვა უპრეცედენტოდ რთული და მასშტაბური პრობლემა იქნება. ცხადია, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს სრული კაპიტულაცია ტექნიკურად უფრო მარტივი, მაგრამ შეურაცხმყოფელი გამოსავალია.
ფრანგული გამოცემა Stratpol აფიქსირებს მთელ ევროპაში შოკს დამარცხების გამო: „განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღეს მათ, ვინც რუსეთთან უკრაინაში ომობდა, ანუ თითქმის ყველამ.“ გამოცემა ასევე გვახსენებს: „დასავლეთი აიძულეს, თანაგრძნობა გამოეჩინა საბრალო უკრაინის უბედურებების მიმართ, სადაც 2014 წელს ამერიკელებმა ძალით დაამყარეს მათთვის ხელსაყრელი რეჟიმი… ჩრდილოამერიკული წრეების გარკვეულ ნაწილში ომი რუსეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ კომუნიზმის დასრულების შემდეგ დაიგეგმა…
უკრაინული არმიის ავანგარდი ნეონაცისტური შეიარაღებული დაჯგუფებებისგან შედგებოდა, რომელიც ცნობილია, როგორც ბანდერეველები – იმ ხალხის მემკვიდრეები, რომლებმაც1943-1944 წლებში, ნაცისტების დავალებით, თითქმის მილიონნახევარი ებრაელი მოკლეს.“ დაგვიანებული გახსენებაა...
ამერიკის პრეზიდენტს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან „მიატოვა“ უკრაინა მას შემდეგ, რაც აშშ-მ ქვეყანა ომში ჩაითრია. თუმცა, ეს „მიტოვება“ ნაკლებად ამორალურად გამოიყურება, ვიდრე ამ ომის უაზრო და ვაშინგტონისთვის სახიფათო გაგრძელების დაფინანსება, რაც უკრაინული და ნატოს „მოხალისეთა“ მასობრივი განადგურებისკენ მიდის და მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. უკრაინელებისთვის ბრძოლა წაგებულია, დროა, ბალანსი შევაჯამოთ.
აგრესიულმა ევროპელებმა (საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა) ჯერ კიდევ 2014 წელს მინსკის შეთანხმებებს საბოტაჟი მოუწყვეს, ვერ გათვალეს საკუთარი ზარალი ანტირუსული სანქციების გამო. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ რუსეთი მსოფლიოს ბირთვული უძლიერესი ქვეყანა, რომელმაც დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი, არ დაუშვებდა, რომ მას მცირე უკრაინა ან თუნდაც ნატო არ დაემარცხებინა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავიდანვე ცხადი იყო. ეს ევროპული სიბრიყვ ისა და ევროპული ცინიზმის კონცენტრირებული ნაზავია, რომელიც მხოლოდ უპატივცემულობას იმსახურებს.
ცნობილმა ეკონომისტმა და ევროპარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ბერნარ მონომ, განაცხადა უკრაინული კონფლიქტის კატასტროფულ შედეგების შესახებ ევროკავშირის ქვეყნებისათვის: „გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განადგურება გერმანიის ეკონომიკისთვის ფატალური აღმოჩნდა, როცა გერმანია ევროკავშირის ლოკომოტივი იყო. შედეგად, ევროპამ დაიწყო ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის შეძენა რუსულზე სამ, ოთხ, ხუთჯერ უფრო ძვირად.“
საფრანგეთი იგივე გზას ადგას (რეცესიისკენ). მონოს პროგნოზით, „ჩვენ ვხედავთ ევროპის კავშირის დასასრულს… ევროკავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ ვევედრებით რუსეთს, რომ მოვიდეს და გადაარჩინოს საფრანგეთი და ევროპა.“
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ტრამპის „ჯანმრთელი აზრის რევოლუცია“ მტკივნეული, მაგრამ აშშ-სა და ევროპის რეალობაში დაბრუნებისთვის აუცილებელი ეტაპებია. ეს რეალობა კი ბევრად ოპტიმისტურია, ვიდრე რუსეთთან თერმობირთვული ომი. ისტორია გრძელდება და მასში ადგილი არ არის ნატოს „მშვიდობისმყოფელური“ ექსპერიმენტებისთვის იმ ტერიტორიაზე, რაც ბანდერეველთა უკრაინისგან დარჩება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე