ფოთში ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა: დაშავებულია სამი ადამიანი

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ფოთში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
შემთხვევა ფოთში, ხობის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.