თბილისი, 13 მარტი — Sputnik. იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელის განცხადებები, რომ რუსეთი ევროპას ბირთვული იარაღით ემუქრება, ფეიკია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
„გინდათ მითხრათ, თითქოს იტალიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპას ბირთვული იარაღით ემუქრება> ეს სიცრუეა. ეს ტყუილია. ეს არ არის სიმართლე. ეს ფეიკია. ეს დეზინფორმაციაა. მე ყველა სიტყვა მოგეცით და ახლა აირჩიეთ ის, რომელიც უფრო აღწერითად გეჩვენებათ, ან გამოიყენეთ ყველა“, — უთხრა ზახაროვამ ბრიფინგზე ჟურნალისტებს.
მანამდე, 5 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრანგეთისა და ევროპისთვის საფრთხედ იქცა და დისკუსიის დაწყების ინიციატივა წამოაყენა საფრანგეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მთელი ევროკავშირის დასაცავად.