„დიფ სთეითის“ შესუსტებას პირველ რიგში საქართველოში ვიგრძნობთ - მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი
დეპუტატი მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძოლა Deep state-ის წინააღმდეგ წარმატებული იქნება და პირდაპირ გავლენას მოახდენს საქართველოზე.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. „დიფ სთეითის“ შესუსტებას უპირველეს ყოვლისა საქართველოში შეიგრძნობენ და ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წარმატებით ჩააბარებს ამ ტესტს, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა. დღეისათვის შეერთებული შტატების პირველმა პირმა მიაღწია მასობრივ გადადგომას სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში და დაიწყო საჯარო მოხელეების წმენდა. უცხოური დახმარების მსოფლიოში წამყვანი სააგენტო USAID-ი გამოცხადდა "კრიმინალურ ორგანიზაციად" და ამჟამად მისი ფინანსების შემოწმება მიმდინარეობს.
„ზეწოლა თეთრი სახლიდან აღარ არის, მაგრამ სამაგიეროდ ბრიუსელიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან და საელჩოდან, მათ შორის ამერიკის კონგრესის ზოგიერთი კონგრესმენისგან მაინც არის ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე. ამიტომ ჩვენ იმედიანად დაველოდებით იმას, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შეძლებენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში ტესტი ჩააბაროს და თუ „დიფ სთეითი“ შესუსტდა, პირველ რიგში ამას ჩვენ ვიგრძნობთ”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა მოუწოდეს ქვეყნის მთავრობას, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, გაგზავნოს მოხალისეები და იარაღი უკრაინაში და გახსნას „მეორე ფრონტი“.
„მეორე ფრონტის“ გახსნა არის გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ცნობილი მოღვაწეების მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, დაიწყოს სამხედრო მოქმედებები აფხაზეთსა და ცხინვალში, რომელსაც თბილისი „ოკუპირებულად“ მიიჩნევს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ მოწოდებაზე უარის თქმამ დასავლეთთან ურთიერთობაში განხეთქილება გამოიწვია.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.