როგორ ამოიყვანეს თბილისის ცენტრში მეტეხის ხიდიდან გადმოვარდნილი მანქანა - ფოტო

სამაშველო ოპერაცია საკმაოდ ეფექტურად განხორციელდა - მიმდებარე გზებზე მოძრაობა არ გადაუკეტავთ, როგორც ეს მოხდა 4 მარტს პირველი მსგავსი ინციდენტის დროს, როდესაც ქალაქის ცენტრში უზარმაზარი საცობები გაჩნდა
Sputnik
მანქანა ზედაპირზე დაახლოებით ოთხ საათში ამოიყვანეს. უკვე ბნელოდა და ამის მიუხედავად, მყვინთავები წყალქვეშ მუშაობას აგრძელებდნენ.
1 / 15

მტკვარში მანქანის გადავარდნის მეორე შემთხვევა 11 მარტს მოხდა.

2 / 15

მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა ისევ იმ ადგილიდან, როგორც 4 მარტს.

3 / 15

მაგრამ საბედნიეროდ, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ჩაძირვამდე მოახერხა.

4 / 15

მძღოლის გადარჩენის შემდეგ, დაიწყო მანქანის ძებნის და ამოყვანის ოპერაცია.

5 / 15

ადგილზე მუშაობდა ამწე და ტრაქტორი.

6 / 15

მყვინთავების დახმარებით ისინი ჩაძირულ მანქანას მდინარეში ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.

7 / 15

დინებამ ის მეტეხის ეკლესიაზე უფრო შორს წაიღო.

8 / 15

მყვინთავებმა მეტეხის ხიდთან მდინარის ფსკერი ბევრჯერ დაათვალიერეს.

9 / 15

ძებნას სამ კატარღაზე „112“-ის რამდენიმე სამაშველო ჯგუფი ახორციელებდა.

10 / 15

ბოლოს მანქანა გვიან საღამოს იპოვეს.

11 / 15

მყვინთავებმა მანქანას ტროსები მიაბეს, რათა ჯერ ხიდისკენ წაეყვანათ.

12 / 15

მანქანის ზედაპირზე ამოყვანა ღამის ორ საათამდე გაგრძელდა.

13 / 15

სამუშაოებში ჩართული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

14 / 15

მდინარეში ჩავარდნილი მანქანა Honda Accord აღმოჩნდა.

15 / 15

როგორც ჩანს, ხელისუფლებას მოუწევს იფიქროს იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ხიდზე უსაფრთხო გასვლა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან, საიდანაც ერთ კვირაში მდინარეში უკვე ორი მანქანა გადავარდა.