თბილისის ცენტრში სამაშველო ოპერაცია დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა.
მსუბუქმა ავტომობილმა მეტეხის ხიდზე არსებული ჯებირი გაანგრია და მდინარეში ჩავარდა.
მსუბუქმა ავტომობილმა მეტეხის ხიდზე არსებული ჯებირი გაანგრია და მდინარეში ჩავარდა.
მაშველები თავდაპირველად მანქანის ამოყვანაზე მსჯელობდნენ.
სამაშველო სამუშაოებში მყვინთავები ჩართეს.
მანქანა მთლიანად ჩაიძირა და გასარკვევი იყო, რამდენი ადამიანი იყო მასში.
მდინარიდან მანქანის ამოსაყვანად ამწე მოიყვანეს.
შემდეგ მანქანის ამოყვანის პროცესი დაიწყო, რომელშიც, როგორც მაშველებმა დაადგინეს, მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მძღოლი დაიღუპა.
მდინარეში ჩავარდნილი მანქანა შავი ფერის Ford Fusion-ი აღმოჩნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძღა, მიმდინარეობს გამოძიება.
ამოყვანის შემდეგ მანქანიდან დაღუპული მძღოლი გადმოასვენეს.
როგორც პოლიციელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ერთი წლის წინ ამავე ადგილას მსგავსი ავარია მოხდა - მაშინაც მანქანა მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდა.