რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო მონაცემები

საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები ზვავსაშიშროების, დაბალი ტემპერატურის, ლიპყინულისა და ინტენსიური თოვის გამოა დაწესებული.
ამ დროისთვის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 141-ე კმ) ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე
ფარავნის უღელტეხილზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთი)
ნაქერალას უღელტეხილზე ( ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 44-46-ე კმ მონაკვეთი)
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის 2-28-ე კმ მონაკვეთზე
უშგული-ლასდილის მონაკვეთზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 185-192-ე კმ)
მელე-ლასდილის მონაკვეთზე (ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 125-151-ე კმ).
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 42-180-ე კმ (აღაიანის სატრანსპორტო კვანძი – ზესტაფონის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე
გრიგოლეთი-სარფის მონაკვეთზე (სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 48-119-ე კმ)
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე
ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-184-ე კმ).
მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია:
ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე (ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 88-124-ე კმ)
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 86-106-ე კმ (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზებზე, სადაც მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგი ჯაჭვებითაა დასაშვები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების წმენდას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.
უწყება მოუწოდებს მძღოლებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ მგზავრობისგან, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის სეზონური საბურავებით და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.