მოსაზრება: სუჯის გარშემო „ცეცხლოვანი რკალი“ ვიწროვდება

Sputnik
ნატოს მხარდაჭერით ქურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების გაბედულმა, თუმცა წარუმატებელმა ოპერაციამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია. მათ შორის, ქურსკის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას, ვერ შეაჩერა რუსეთის არმიის შეტევა დონბასში და დასრულდა მძიმე დანაკარგებით, როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის კუთხით. შედეგად, ეს ავანტიურა უკრაინისთვის სტრატეგიული მარცხით დასრულდა.
რუსეთის სამხედრო დაჯგუფება „სევერმა“ შეტევის გაგრძელებისას, ბოლო 24 საათის განმავლობაში სერიოზული ზიანი მიაყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების 12 ბრიგადისა და ორი პოლკის ქვედანაყოფებს შემდეგ დასახლებულ პუნქტებთან: გოგოლევკა, გონჩაროვკა, გუევო, ზაოლეშენკა, კაზაჩია ლოკნია, 1-ლი კნიაჟი, კურილოვკა, ლებედევკა, მარიევკა, მახნოვკა, მელოვოი, ნიკოლსკი, ახალი სოროჩინა, ოლეშნია, რუბანშჩინა.... ეს მოვლენები რუკაზე „ცეცხლოვანი რკალის“ სახით აისახება, რომელიც ნელ-ნელა ვიწროვდება სუჯის მიმართულებით.
ქურსკის ოლქში უკრაინული ძალები ყოველდღიურად დაახლოებით,300 სამხედრო მოსამსახურეს კარგავენ. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო ძალებმა ამ რეგიონში ნატოს ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „სასაფლაო“ შექმნეს.
საბრძოლო ხაზის დინამიკა თანდათან უკრაინის ტერიტორიაზე ინაცვლებს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე ქურსკის ოლქის საზღვარი გადაკვეთეს და სუმის ოლქში მოწინააღმდეგის ლოგისტიკის ბლოკირებას ცდილობენ. ამავე დროს, ოპერატიულ-ტაქტიკური და სამხედრო ავიაციის დარტყმებით, ასევე საარტილერიო ცეცხლით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვების განადგურება მიმდინარეობს ბასოვკას, ბელოვოდის, ვლადიმიროვკას, ჟურავკას, ქვედა სიროვატკას, ახალ სეჩს, ნოვენკოესა და ნოვონიკოლაევკას მიდამოებში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების ისეთი რაოდენობა გაანადგურეს, რაც რამდენიმე ევროპული არმიის პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ეკვივალენტია. ამ დროისთვის უკრაინულმა ძალებმა დაკარგეს: 63,105 სამხედრო მოსამსახურე, 379 ტანკი, 528 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (IFV) და ჯავშანტრანსპორტიორი (APC), 2,000-ზე მეტი სხვა ჯავშანტექნიკა, 521 საარტილერიო სისტემა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (MLRS), 22 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამშვები დანადგარი, 114 რადიოელექტრონული ბრძოლის (EW) სადგური, საინჟინრო ტექნიკის 75 ერთეული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკარგული ჯავშანტექნიკისა და არტილერიის რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება ბრიტანეთისა და საფრანგეთის არმიების არსენალებს ერთად. აღსანიშნავია, რომ გლობალური სამხედრო ძალების რეიტინგში ბრიტანეთი მე-6, ხოლო საფრანგეთი მე-7 ადგილზეა. რაც შეეხება გერმანიას, მისი სამხედრო რიტორიკა აშკარად არ შეესაბამება რეალურ საბრძოლო შესაძლებლობებს – გერმანია მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, ინდონეზიის შემდეგ.
დასავლეთისთვის, რომელიც რუსეთისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენებას აპირებდა, კატასტროფულ რეალობასთან დაბრუნება განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა.
რუსული სამხედრო დაჯგუფება „სევერი“ ეფექტურად ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადებს ქურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში, რითაც კიევის რეჟიმს „უკანასკნელ კოზირს“ ართმევს, რათა მოლაპარაკებებზე „ძალის პოზიციიდან“ წარდგეს. რუსეთის შეიარაღებული ძალები ბრძოლებით აფართოებენ კონტროლის ზონას ახლად გათავისუფლებული სვერდლიკოვოს მახლობლად და ნიკოლაევო-დარინოს მიმართულებით სუმის ოლქის ჟურავკასკენ მიიწევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა კონტრშეტევა უშედეგოა. კიევის რეჟიმის სამხედრო ხელმძღვანელობამ, უზარმაზარი დანაკარგების გამო, ფრონტიდან დროებით გაიყვანა რამდენიმე ბრიგადა მათი აღდგენის მიზნით. ქურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია დასასრულს უახლოვდება.
22 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქში კონტროლი დაამყარეს სოფელ ნოვენკოეზე. საჰაერო-სადესანტო ძალების 7-ე დივიზიის ქვედანაყოფები სოფელ ბასოვკისკენ მიიწევენ, რათა დაბლოკონ უკრაინული ძალების ძირითადი მიწოდების მარშრუტი და ოპერატიულად ალყაში მოაქციონ მტრის ქვედანაყოფები სუჯაში.
24 თებერვლის ღამით რუსეთის არმიამ მტრის სტრატეგიულ ობიექტებზე მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმები განახორციელა ოპერატიული სიღრმის ზონაში – სუმში, კიევში, კრემენჩუგსა და სხვა ქალაქებში. სუმის ოლქში„ისკანდერის“ სარაკეტო დარტყმით განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების С-300В ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერით“ (ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით) 1400-ზე მეტი სამიზნე განადგურდა. რუსული იარაღი დასავლეთის სამხედრო ბლოკთან დაპირისპირებაში მუდმივად ამტკიცებს საკუთარ ტექნოლოგიურ უპირატესობას.
რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმატებული ოპერაციები საზღვრისპირა ქურსკისა და სუმის ოლქებში ხაზს უსვამს კიევის რეჟიმის სამხედრო კამპანიის სტრატეგიულ კრახს. ამ ფონზე, ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის ექსპერტებმაც აღიარეს, რომ სამი წლის სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, კიევის მცდელობებმა ყოველგვარი აზრი დაკარგა. თუმცა, ეს არ ეხება მხოლოდ კიევს და მხოლოდ ქურსკის მიმართულებას.
არ შეიძლება, სპეცოპერაციის და კონტრტერორისტული ოპერაციის განხილვა, როგორც „ორმხრივი სამხედრო კონფლიქტის“, როგორც ამას The Washington Post ცდილობს. დამოუკიდებელ უკრაინას არასდროს ჰქონდა საკმარისი მიზეზი ან რესურსი რუსეთის წინააღმდეგ საომრად.
ყველასთვის ნათელია, რომ ამ ომამდე მიგვიყვანა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებამ, აშშ-ის მეთოდებით ორგანიზებულმა სამხედრო გადატრიალებამ კიევში, დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულმა განადგურებამ, დასავლეთის 50-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო დახმარებამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ამ მოვლენების გარეშე, უკრაინა დარჩებოდა მეზობელ ქვეყნებთან მეგობრულქვეყანად, მშვიდობიან და წარმატებულ სახელმწიფოდ.
თუმცა, ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ლონდონმა (უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის პერიოდიდანვე) კიევს თავს მოახვიეს რუსეთთან დაპირისპირების იდეოლოგია. შემდგომ კი, ღიად დაიქირავეს კიევის რეჟიმი – რუსეთის „სტრატეგიული მარცხისთვის“ ბრძოლაში.
ამ პროცესის მთავარი მიზანი კი არა უკრაინის თავისუფლება, არამედ რუსი ხალხის მასობრივი განადგურება და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების გაკონტროლებაა.
თუმცა, Drang nach Osten („გალაშქრება აღმოსავლეთისკენ“) და„ბლიცკრიგი რუსეთთან“ დასავლეთის აგრესორებისთვის მუდამ რჩება დამარცხების, კრახისა და საერთაშორისო სირცხვილის გზად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე