თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცს.ე.წ. სინკარი დაეცა - იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
სახელმწიფო რწმუნებლმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უბედური შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.
„სტიქიის პირველივე დღიდან, გურიაში შექმნილია საგანგებო შტაბი. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი რეგიონის წინაშე. სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია და გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სამძიმარს ვუცხადებ მათ,"- განაცხადა ურუშაძემ.

ხუთდთიანმა თოვამ საქართველოს რეგიონები - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი დააზარალა - ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება. დროებით დაიხურა ბათუმის აეროპორტი.